1. ,,ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან"                                                                       დ.კოპალიანი                                                                  საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი 2002წ.
  2. ,,ლეჩხუმის ისტორიიდან"                                                                                               ქ.მუშკუდიანი                                                                   გამომცემლობა ,,მოწამეთა" 2001წ.
  3. ,,ლეჩხუმი-მასალები ლეჩხუმის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის"                                                                                          გამომცემლობა ,,მეცნიერება" თბილისი 1985წ.
  4. ,,ლეჩხუმის სამხედრო პოლიტიკური ისტორიიდან"                                                   გ.მამარდაშვილი                                                         თბილისი, ივ.ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2006წ.
  5. ,,საოჯახო ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ლეჩხუმის მოსახლეობაში"                                                                                                                                    გ.მამარდაშვილი                                                        თბილისი, ივ.ჯავახიშვილის  ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, 2006წ.
  6. გაზეთი ,,კვირის პალიტრა"                                                                            22, 28 აპრილი, 2013წ.
  7. გაზეთი ,,კვირის პალიტრა"                                                                             28/10, 3/11 2013წ.
  8. ,,ქართულ-ბერძნული მითოლოგიის საკითხები"                                                                 მ.ჩიქოვანი                                                              
  9. ,,ვეფხისტყაოსანი"                                                                                                               შ.რუსთაველი                                                                 საიუბილეო გამოცემა, თბილისი 1966წ.
  10. ,,ლაქართველო და მსოფლიო ისტორია-გეოგრაფია"                                          (სახელმძღვანელო)                                                            გამომც. ,,ლოგოს პრესი" 2007წ.
  11. ,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი"                                                                                                    მ.ჭაბაშვილი                                                                                      თბილისი, 1964წ.
  12. ,,ყველაფერი ყველაფერზე"                                                                                                  (  სამაგიდო ენციკლობედია )                                                         თ.ყიფიანი                                                                                 გამომც. ,,კვირის პალიტრა" 2005წ.
  13. ,,ქართული ეკლესიის სათავეებთან"                                                                              ვ.გოილაძე                                                                               გამომც. ,,საქართველო" თბილისი 1991წ.

 
   ჩვენ სათაურშიც გითხარით უკეთესი მომავლის მოლოდინით რომ ვცხოვრობთ და ვუძლებთ ყოველივეს. ამ პროექტის მონაწილენი ვაპირებთ ხმა მივაწვდინოთ ,,ზემოთ" და მოხედონ ლეჩხუმს. ჩვენ გვინდა აქ ვიცხოვროთ, აქ გავმრავლდეთ, ქალაქებში ვისწავლოთ და აქ დავბრუნდეთ. თქვენთვის დაგვითმია ბატონებო ქალაქური ყოფა-ცხოვრება, ფუფუნება და პროსპექტები, ღმერთმა მშვიდობასი მოგახმაროთ, ჩვენ ჩვენს ლეჩხუმში გვინდა ელემენტარული ცხოვრების პირობების შექნმა. ჩვენი სკოლის ბევრი კურსდამთავრებული წარჩინებით სწავლობს თბილისის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში და თუ ლეჩხუმში ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება დაუბრუნდებიან მშობლიურ კუთხეს, ხალხიც გამრავლდება. ჩვენს პატარა ოცნებასაც გაგანდობთ:                         ლეჩხუმს ყველაზე მეტად ტურიზმის განვითარება წაადგება.
     ძნელად თუ მოეპოვება რომელიმე კუთხეს ასეთი ისტორიული წარსული, მას კი მართო შესწავლა კიარა  მოწყობაც უნდა, ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზების, გზებზე ინფრასტრუქტურის, რომ მნახველს შეეძლოს დაღლილმა დაივენოს და უფრო კარგად აღიქვას ის სილამაზე რაც იხილა. ამ საუკუნეში ეს შეიძლება დაძლეული იქნეს. ლეჩხუმი სამიწათმოქმედოდ ძნელი გამოსაყენებელი და მცირემიწიანია, არც მესაქონლეობის დიდი გასაქანია, ორი სამი საქონელი თუ შეინახა ლეჩხუმელმა ოჯახში მუხლჩაუხლელი შრომაა საჭირო, როგორც მოგეხსენებათ ახალგაზრდები უმუშევრობის გამო გარბიან სოფლებიდან, ასაკოვანებს კი ბევრი აღარ შეუძლიათ, უძნელესი ცხოვრების გამო ადგე ბერდებიან.
       ჩვენი აზრით უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა, ქვეყნის განვითარების კონცეფცია და მეტი ყურადღება უნდა იქნეს მიქცეული ამ მთიანი რეგიონის გადასარჩენად, თუ არა და მართლა ,,ჩამოიქცევა საქართველო".
        გთხოვთ მოგვე-ხმა-რეთ..
 
 
       XXს.-ის მიწურულს 1997წლის 27 აპრილი, აღდგომა დღე თენდება...ღამის 3 საათზე უზარმაზარი ტალღებით ადიდებულმა ცხენისწყალმა გამოანგრია ყველა დამცავი დამბა, გვერძე მოიტოვა სოფლის ხიდი, რომლითაც ვუკავშირდებოდით რაიონულ ცენტრს და პირდაპირ ჩვენი სკოლისკენ აიღო გეზი, ადვილად გაანგრია ღობეები და სკოლის 1/3 წაიღო, სკოლისა რომელშიც 200 მოსწავლე სწავლობდა და შენობაც ამ მაშტაბებზე იყო გათვლილი. დაინგრა სკოლის სააქტო დარბაზი, სპორტული დარბაზი, ქართული ენისა და ლიტერატურის, დაწყებითი კლასების, გეოგრაფიის, ისტორიის, მათემატიკის სასწავლო კაბინეტები...ამავე დროს წაიღო უზარმაზარი ხეხილის ბაღი, ვენახი და სკოლის ეზოში არსებული 2 აუზი.
   დღეს კი ასე გამოიყურება ჩვენი სკოლის დარჩენილი ნაწილი...
     
 
Picture
   გაზეთი ,,კვირის პალიტრა" 28/10, 3/11 ამ საგაზეთო სტატიაში მთა თითქოს თავად ჩამოგვძახის: ქართველებო SOS!
  ეკონომიკის აკადემიის პროფესორი კობა არაბული აღწერს იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელიც ახლახან, წინასაარჩევნოდ, რეგიონებისა და სოფლების შემოვლისას საგანგაშოდ მიიჩნია: ,,მთაში ცოცხლები აღარ სახლობენ, წინაპრების საფლავები ობლად გამოიყურება, სამწუხაროდ არ არსებობს დემოგრაფიული სურათის ამსახველი რუკა, რადგან დღემდე არ ვიცით რამდენი საქართველოს მოქალაქეა მხოლოდ ქვეყანაში კიარა, მთელს დედამიწაზე. ერთია სტატისტიკური მონაცემები და მეორე-მწარე რეალობა, რომელიც კატასტროფულ სურათს გვაჩვენებს". და ჩამოთვლილია ის რეგიონები-მათ შორისაა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. და აღწერს ამ რაიონების სკოლებში რამდენი ბავშვი მივიდა წელს სკოლაში და რამდენმა დააამთავრა სკოლა. ჩვენ ჩვენი რაიონისა და ჩვენი სკოლის მაგალითზე შევჩერდებით. ჩვენს-ლასურიაშის საშუალო საჯარო სკოლაში ამ სასწავლო წელს  I კლასში შემოვიდა 2 ბავშვი, ხოლო სკოლა დაამთავრა 6-მა ბავშვმა. სულ I, II, III, IV კლასებში 5 მოსწავლეა. V კლასში 1 მოსწავლეა, VI კლასშიც 1, VII კლასი არაგვყავს, VIIIკლ. ერთი, IXკლ. არაგვყავს, X კლასში 1 მოსწავლე გვყავდა და მეზობელი 9წლიანი სკოლებიდან შემოვიდა-დეხვირიდან 5მოსწ., მახაშიდან-3მოსწ., XI კლასში 6მოსწ., XII-ში  11მოსწ. ასეთია ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა. მიუხედავად ამისა და უფრო მეტად საჭიროებისა გადავწყვიტეთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ბევრი შეგვიძლია, ბევრჯერ გაგვიკეთებია პროექტები, გაგვიმარჯვია კიდევაც და ამ იმედით ჩავებით ამ პროექტში. ტრანსპორტით ყველგან მისვლა შეუძლებელია, ჩვენი გეოგრაფიული პირობების გამო, მაგრამ აღვწერეთ და გამოვიყენეთ სასკოლო სახელმძღვანელოები, საგაზეთო და სამუზეუმო მასალები, სხვადასხვა გამოქვეყნებული  პუბლიკაციები.

skolebiss_statistika.docx
File Size: 24 kb
File Type: docx
Download File

 
Picture
  ლეჩხუმის მოსახლეობა ხვამლის მთას ამინდის განმგებლად მიიჩნევდა. ,,ავი ტაროსის მბრძანებლად ლეჩხუმლებს ელია მიაჩნდათ. მათი წარმოდგენით ელია ბრმა უნდა ყოფილიყო, ან ცალთვალა. ის ჭექა-ქუხილს დაუძღვება ცაზე და რადგან მხედველობა არ უვარგა, ეშმაკს დაჰყავს. ეშმაკი ხშირად ატყუებს მას და სოფლის თავზე ჭექა-ქუხილს დაატეხინებს და სეტყვას აგზავნინებს. ზოგიერთის თქმით ის ჭექა-ქუხილის დროს ეშმაკს ესროდა მეხს. ხალხი როცა შეამჩნევდა რომ ხვამლის მთაზე მუქი ღრუბლები გაჩნდა, ეს მოსალოდნელი იყო ჭექა ქუხილის და სეტყვის, უმალ ზარის რეკვასა და ცაში თოფის სროლას იწყებდა, ამით თითქოს ელიას გააგებინებდნენ, რომ სოფლის თავზეა და ისიც გადაიფიქრებდა ჭექა-ქუხილის და სეტყვის გამოშვებას დედამიწაზე".
                                         გ. მამარდაშვილი
       ,,საოჯახო ყოფა და რწმენა წარმოდგენები ლეჩხუმის მოსახლეობაში"

      ახლაც გაიგონებთ ჩვენს სოფლებში ცუდი ამინდის დროს, მოსალოდნელი სეტყვისას, ტაშტების ხმაურს, თოფის სროლას-ხოლო ზარის რეკვას მამაო კრძალავს. ლეჩხუმში უხსოვარი დროიდან შემოღებულია ,,მითიური" მთის ხვამლის დღესასწაული ,,ხვამლობა'', რომელიც მაისში იმართება აღდგომიდან მერვე კვირის შაბათს. ის საეკლესიო კალენდარის სულთა შაბათს ემთხვევა. საკულტო ხედ ითვლება ნიგვზის ხე, რომლის ძირში უნდა შესრულებულიყო (ზოგი დღესაც აკეთებს) ამ დღისადმი მიზღვნილი რიტუალი. ერთი ვარიანტი ამ რიტუალიდან:
     ,,ხვამლობა დღეს ოჯახის უფროსი ქალი მოზელდა პურს, სახვამლობო ნიგოზისგან, დაამზადებდა ნიგვზიან ტაბლას სამს, და ერთს ჯვრის ფორმის კვერს, სამი ჯვრის ფორმიანი სანთელი, სამი კაკლის ნაჭუჭი, ესენი ერთ ბოთლ ღვინოსთან ერთად სახვამლობო ნიგვზის ქვეშ მიჰქონდა. ტაბლას წაღმა შემოატრიალებდა და დაილოცებოდა: ხვამლობის გამჩენო, ლებანის გამჩენო ძალო და მადლო გამიბედნიერე ჩემი ქმარ- შვილი, დაიფარე ხველისგან, სნებისგან, სანამ ცოცხალი ვიქნე, მე შენ ძირში მომკლა და შეხვეწილი არ დავაგდო"
      ლეჩხუმში გავრცელებული რწმენით უხუცესები ახლაც ამბობენ ,,თუ ხვამლი დეირუხუნებს ფეხგასულზე კაი მოსავალი იქნებაო", ,,ვინცხას ხვამლი სწყალობს, ნიავი და ქარი არ დაელევაო"
      ცნობილია რომ ხვამლის მთა მთელი ლეჩხუმის სალოცავი ადგილია. ძველად აქ წმინდა გიორგის ეკლესია ყოფილა, მაგრამ დროთ განმავლობაში დანგრეულა. XX ს.-ის 90-იან წლებში აშენდა ახალი სალოცავი...საინტერესოა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის ზოგიერთ თემში გავრცელებული ლეგენდა, რომლის შინაარსიც ასეთია:,, ხვამლზე ბატონობდა გველეშაპი, რომელიც ეყალს უკეტავდა მოსახლეობას და თუ მსხვერპლად ბავშვს არ მიუყვანდნენ წყალს არ იძლეოდა. მონადირე ძმებს ჟივჟივას და ვაჟინას ერთხელ ჩამოუვლიათ სოფელში და უნახავთ ,რომ  ერთი დედაბერი ,,შარდით" ცომავდა გობზე პურს. გაჰკვირვებიათ და უკითხავთ რას შვები დედაო, დედაკაცს უპასუხნია  ,,რასაო და ჩვენი წყალი გველეშაპს უჭირავს, მე კი იმდენი შვილი აღარ მაყავს რომ გველეშაპს მივგვარო და აბა წყალს ვინ მომცემსო". წასულან ჟივჟივა და ვაჟინა და თან ბავშვი წაუყვანიათ. გველეშაპის მოლოდინში ჩასძინებიათ და ბავშვის ტირილს გაუღვიძებია მონადირენი, გველეშაპი მათკენ მოდიოდა. მათ მშვილდ-ისრით გაუნგმირავთ საშინელი მხეცი და აუკუწავთ. ხორცი და ძვალი გორად დამდგარა და რამდენიმე საჟენი გამოსულა. აკუწული გველეშაპის შხამს მონადირენი დაუხოცავს. მადლიერ ხალხს ჩადენილი გმირობისათვის  ვაჟინასა და ჟივჟივას ხსენების დღეს შავი ორშაბათი დაუწესებიათ. ხვამლის მთის ძირში, რიონის ხეობის მხრიდან, სოფელ ტვიშში არის ერთი წყარო, რომელზეც სოფლელები ახლაც მიუთითებენ, რომ ეს წყარო გველეშაპს სჭერია და ,,კოდოურას" ეძახიან ამ წყაროს და უთითებენ რომ იქ ქვებს ახლაც ამჩნევია მოკლული გველეშაპის სისხლის წვეთები".
          ხალხში დღესაც არის, განსაკუთრებით თუ ოჯახში უხუცესია,  წეს-ჩვეულება: ,,დიდი მარხვის წინა ღამეს ოჯახში დამალავდნენ რკინის ნაკეთობებს, მაგ. დანას, მაკრატელს, ნაჯახს და სავარცხელს, ეს რიტუალი პირს შეუკრავდა ნადირს და შინაურ საქონელს, რომელიც გარეთ დარჩა ღამით საშიშროება აღარ ემუქრებოდა თითქოს. საღამოს დიასახლისი, ოჯახის წევრებს ჩამოურიგებდა ,,ტაბლის" ნაჭრებს, რომელშიც მარილი იყო ჩართული და ილოცებოდა: ,,რამაცა მხეცი გოუშვა, მხეცისა მტერი ჟივჟია, ჟივჟიასა და მის ძმას ვაჟუნას შეუნდოს ღმერთმა". ,,ამინ" ემოწმებოდნენ ოჯახის წევრები და ყველა თავის კუთვნილ ,,ტაბლის" ნაჭერს ღვინოში აწებდა და ისე მიირთმევდა, ეს სავალდებულო იყო. ადრე ლეჩხუმის მცხოვრებნი შიშს განიცდიდნენ მზისა და მთვარის დაბნელების დროს, განაკუთრებით ბავშვები და ქალები და ხმაურს იწებდნენ: ტაშტების ბრახუნს, ზარების რეკვას, თოფების სროლას. ასეთი ხმაურით თითქოს ცდილიბდნენ მზე გადაერჩინათ გველეშაპისაგან. ამის შესახებ ვ.ბარდაველიძე შემდეგს წერს: ,,გველეშაპი ამ მნათობის დაუძინებელი მტერია და ნიადაგ მას სდევნის და როცა დაეწევა ცდილობს მის შთანთქმას, ამ მიზნით ის მზეს ან მთვარეს რომელიმე ნაწილში სტაცებს ან მთლიანად ხახაში მოიქცევს, მაშინ ნაწილობრივი ან სრული დაბნელება ხდებოდა. ოდესმე რომ გველეშაპმა  თავის მიზანს მიაღწიოს და მნათობი შთანთქას ქვეყანას წყვდიადი მოიცავს და დაიღუპებაო". ეს უძველესი შეხედულება მნათობისა და გველესაპის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ გვხვდება ,,ვეფხისტყაოსანშიც"
-,,მზე ვეშაპსა დაუბნელა, ზედა რად მცა  გაგვითენდა"(1158)
-,,დარჩა მთვარე გავსებული, ძველისაგან ჩაუნთქმელი"(1198)
-,,რა საბრალოა გავსილი, მთვარე ჩანთქმული გველისა"(1230)
-,,ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშვა მთვარე გველსა"(1420)
      ექედან -წართული ხალხური რწმენები მიწიერ და ციურ წყალს ერთმთლიანობაში წარმოგვიდგენს, რომლის ცირკულაციუა მიწიდან ცისკენ და პირუკუ განუწყვეტელია.
          
 
Picture
                    






 
,,როცა ხვამლზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით გამოვყოფთ მის მიდამოებს და მის როლს ამ მხარის  ისეთად ჩამოყალიბებაში როგორიც არის დღეს. გაზეთი ,,კვირის  პალიტრა" 22-28 აპრილი, 2013 წელი, აქვეყნებს სტატიას ,,ხვამლი-ქართველ მეფეთა განძთსადები".,,სწორედ აქ მოესმათ არგონავტებს პრომეთეს გმინვა". 
       ხვამლის კლდოვანი მასივი მდებარეობს  ლეჩხუმში მდ. რიონისა და ცხენისწყლის ხეობებს შორის. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2002მეტრია, კლდის მასივი 300 მეტრითაა მიწიდან ამოზრდილი და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს. იგი ამ მხარის დომინანტია და ისეთ მიკროკლიმატს ქმნის, რომ მიმდებარე რეგიონის ამინდსაც კი განაპირობებს. 5 წლის წინ ხვამლზე გურამ გაბიძაშვილის მოწყობილმა ექსპედიციამ ბევრი საოცარი რამ აღმოაჩინა. ამ ექსპედიციის წევრი, მკვლევარი, კინორეჟისორი დავით გოგუაძე სტატიაში წერს: ,,გურამი ლეჩხუმის სოფელ დერჩიდან იყო, ეს სოფელი პირდაპირ უყურებს ხვამლის კლდეს. გურამი ცდილობდა გაერკვია რა საიდუმლოს მალავდა ეს კლდე. მან მოახერხა თანხების მოძიება და დაიწყო ბოლო დროის ყველაზე საინტერესო ექსპედიცია, ეს  2007 წელს იყო. კვლევების შედეგები იმდენად მნიშვნელოვანი გამოდგა, რომ 2009 წელს 3-წლიანი გრანტი მოვიპოვეთ და გავაგრძელეთ ხვამლის შესწავლა. სამწუხაროდ, 2010 წელს ექსპედიციაში ყოფნისას გურამი 50 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა... ხვამლზე ადრეც ყოფილა ექსპედიცია. 1984წ. ციხე ქვაბულში ასულა ჯგუფი ,,ხომლი'' მათი მიზანი ძეგლის დათვალიერება და ფირზე აღბეჭვდა იყო.

მანამდე 2 ექსპედიცია მოეწყო ალ. ჯაფარიძის ხელ-ბით(1939-1945წ.წ.). მათ დაასკვნეს რომ განძი დიდი ხნის გატანილი იყო...არადა, შიდა სივრცე სავსეა ჭერიდან ჩამოყრილი ქვით და მის გაწმენდას დიდი ხარჯები სჭირდება. ხვამლის თავზე არსებული სალოცავის ძველი ფენების გეგმა, მისი განლაგება მნათობების ვარსკვლავების მიმართ გვაფიქრებინებს, რომ აქ უძველესი ობსერვატორია იყო. ბერძნები აქ მართლა ცხვრის ტყავის წასაღებად ხომ არ მოვიდოდნენ ? თანაც გადმოცემით ხომ  ,,ოქროს საწმისს" გველეშაპი იცავდა. ხვამლის მასივი ერთი შეხედვითაც კი გაწოლილი გველეშაპის ასოციაციას იწვევს. და ჩვენი აზრით სწორედ მეცნიერული ცოდნის, რკინისა და მეტალურგიის წასაღებად იყვნენ მოსული ელინები. აქ რომ მეტალურგია იყო განვითარებული, იმითაც დასტურდება, რომ ახლომახლო ტერიტორიაზე უამრავი წიდაა გაბნეული".
     
 
     თავისი არსებობის მაძილზე ქართველ ხალხს, ცნობილია,  რომ დიდი სახელმწიფოების გვერდით უხდებოდა ცხოვრება. აგრესიული იმპერიების ურთიერთჭიდილს, მათ მიერ ხალხების დაპყრობისას მრავალი დიდი თუ მცირე ერი გაქრა ისტორიის ასპარეზიდან, მცირერიცხოვანმა ქართველობამ კი თავი შემოინახა. ეს გარემოება ჰქონდა მხედველობაში ილ. ჭავჭავაძეს როცა კითხვას სვამდა: ,,რამ მოაგერიებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი?"...ხსნის, გადარჩენის ერთ-ერთ ფაქტორად იგი ჩვენს ,,რჯულს", ქრისტიანობას მიიჩნევდა: ,,ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალ აღთქმას, შეუერთა ძველისაგან  ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი ადამიანობს: შეუერთა მამული და  ეროვნება. ეს სამი ერტმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმოსევთათვის და ფარად ზედმოსეულთათვი. მამული, ეროვნება და ქრისტიანობა - აი ეს სამება წაიმძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლის ღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაც"
            
         საქართველოსი ქრისტიანობის გავრცელებისთანავე დაიწყო ეკლესიათა აგება. ლეჩხუმში ყველაზე ადრინდელი სალოცავი ჭიქელაშის მთის ძირში არის( დაახლოებით VIს.). სალოცავთან ერთად ყოფილა ციხე, სწორედ ამ ადგილზეა ნაპოვნი შუბის პირები, რკინის სხვადასხვა ნაკეთობანი და შეწირული სპილენძის მონეტები. ლეჩხუმის სოფელ ლარჩვალში ახლაც არის ქრისტიანობამდელი წარმართული კულტმსახურების ნაგებობა ,,ფალოსის კულტი", როგორც ბუნების მწარმოებლური ძალის სიმბოლოს გამოსახულება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ძველი ხალხები.                                                                                                                (მუზეუმის დირექტორი ნ.კოპალიანი)
        ერთ-ერთ სოფელში ჩხუტელში ყოველწლიურად იმართება  ქრისტიანულ- რელიგიური დრესასწაული, რომელსაც ძველი კულტმსახურებიდან სემორჩენილი სახელი ,,ჩიტობა" ჰქვია, და  ყოველი წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს იმართება.
         ჩვენი კუთხის თითქმის ყველა სოფელში აგებულია ახალი ეკლესიები, მაგრამ შემორჩენილია ძველის ნაშთებისც. საგულისხმოა რომ ძველიც და ახალი სალოცავები, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საკათედრო ტაძრის გარდა, ყველგან წმინდა გიორგის ან ღვთისმშობლის სახელობისაა... ჩვენ  თითქმის ყველა ეს სალოცავი დავიტანეთ ამ რუკაზე.
 
  ლეჩხუმის ტერიტორია მილიონობით წლის წინ წყლით ყოფილა დაფარული. ყოფილა ერთი დიდი თბილი ზღვა, რაზედაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რამდენიმე წლის წინ დოღურაშის ღელეში ნანახი გაქვავებული მოლუსკები  მიანიშნებს. ყოველ წვიმიან ამინდში ხევის მდინარეებს უამრავი უცნაური ფორმის და ფერის ქვები ჩამოაქვს, ასე რომ ჩვენ ვცხოვრობთ ყოფილი ზღვის ფსკერზე.საქართველოს ისტორიის მანძილზე -ყოველ კუთხეს ჰქონდა საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული ფუნქცია. ლეჩხუმს, დასავლეთ საქართველოს მომცრო კუთხესაც თავისი განსაკუთრებული როლი ჰქონდა, რომლის განსაკუთრებულობის ერთ-ერთი პირობა მისი გეოგრაფიული მდებარეობა იყო. ოთხივ კუთხით მთებით შემოსაზღვრულობა, მთა-გორიანი და ხევებით დასერილი რელიეფი ამ კუთხის თავდაცვითი პოტენციის ბუნებრივი ხელშემწყობია. ლეჩხუმი მთის ადგილად არის ცნობილი, მაგრამ მეზობელ მთიან რეგიონებთან შედარებით ახლოსაა დას. საქ. პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებთან, რთაც გვარიან სატრანზიტო მნიშვნელობას იძენს. იგი არ არის განაპირა კუთხე და ამდენად უცხოტომელთა აგრესიისაგან შედარებით დაცული იყო. ლეჩხუმი მუდმივად სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა ეგრისთან სიახლოვის გამო, სწორედ ამ კუთხის შესახებ პირველი ცნობა ეგრისში მიმდინარე ომს უკავშირდება(ეგრის-ბიზანტია-სპარსეთის ომი). საომარ  მოქმედებებში ხშირად მონაწილეობა ლეჩხუმელს მეომრისათვის საჭირო და აუცილებელ თვისებებს სძენდა. სწორედ ამ თვისებების გამო ვახუშტი ბატონიშვილის დახასიათებით ლეჩხუმელი მეომრები ასეთნი არიან:,,კაცნი მუნებურნი მბრძოლნი, შემმართებელნი, ჰაეროვანნი, ტანოვანნი, მხნენი და მორჩილნი უფალთა თვისთა''.
                                                              გ.მამარდაშვილი
               ,,ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან" ივ. ჯავახიშვილის                                        ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გამოცემა
 
      გულანთებულები ვებმებით ახლად გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში, რომელსაც თითქოს გული გვიგრძნობდა  რომ გაიმართებოდა და აჰა  ესეც...ვნახოთ რა გამოგვივა...
Picture
,,მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველ ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა"
                              ილია
,,საქართველოს არაჩვეულებრივად მრავალფეროვანმა ბუნებამ გარკვეულწილად განაპირობა ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული ყოფის მრავალფეროვნება, ამის შესაფერისად საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ისტორიული მხარეები. მათ შორისაა ლეჩხუმი, რომლის ისტორია ჯერჯერობით სამწუხაროდ, ძირფესვიანად შესწავლილი არაა...უკანასკნელ პერიოდში აშკარად გამოიკვეთა გლობალური პრობლემებისადმი ,,რეგიონული" მიდგომის ტენდენცია. საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სუსტად მცოდნე ზოგიერთი პიროვნება ლეჩხუმს –ან სვანეთს აკუთვნებს–ან რაჭას, სინამდვილეში სვანეთიც და რაჭაც ლეჩხუმის ,,კარის მეზობლები" არიან. ლეჩხუმი მათგან განსხვავებულ ერთ–ერთ ძირძველ ისტორიულ კუთხეს წარმოადგენს - საკუთარი დიალექტით, ფოლკლორით, ტრადიციებით, ჩაცმულობით და სამზარეულოს მრავალგვარობით"                                                                                              დ.კოპალიანი                                                                                           ,,ნარკვევები ლეჩხუმის წარსულიდან"
   ლეჩხუმის ფართობი 800კვ.კმ–ს შეადგენს. ამ პატარა ფართობზე იმდენად მრავალფეროვან ბუნების სილამაზეს შეხვდებით რომ გაგაოცებთ. მდინარე რიონის, ცხენისწყლის, ლაჯანურის, ჯონოულის და ღვირიშის ღელის ხეობებში 200–300მ. სიღრმის და რამდენიმე მეტრი სიგანის კანიონისებური ხეობებია. აქვეა უამრავი მინერალური წყლები და თვალწარმტაცი ჩანჩქერები. ბუნების საოცრებად აღიარებული მურის კლდეხარის ხილვისას პოეტმა აკადემიკოსმა ირაკლი აბაშიძემ დაწერა:                               ,,მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს,                                                       თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,                               სამი ციხე გდას–ციხე ,,დაუხვდი",                                                                   ციხე–,,დაჰკარი" და ,,არ გაუშვა"                                                                     შენ, მოგზაურო ვისაც გეღირსა                                                                        ქვეყნად მშვიდობის დღესასწაული,                                                 შესდექ ! შეჩერდი მურისძველ ხიდთან,
                                                      ამ სამ გოლიათს როცა ჩაუვლი"              ლეჩხუმი არის სამშობლო ლადო ასათიანისა, გიორგი ახვლედიანისა–თბილისის უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებლისა, დღევანდელი ფილოსოფიის ტიტანად წოდებული მეცნიერის მერაბ მამარდაშვილისა. ლეჩხუმის მიწაში ჰპოვა მარადიული სამყოფელი დიოფიზიტური მოძღვრების მებაირახტრე მაქსიმე აღმსარებელმა, რომლის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული ლეჩხუმელებმა სალოცავ ხატად გაიხადეს. ჩვენი თაობისათვის უკვე გარკვეულია, რომ წმინდა მაქსიმე მურშია დაკრძალული. ჩვენი ვალია სულიერი განძი და უძველესი მატერიალური ფასეულობა შევუნარჩუნოთ კუთხეს, ქვეყანას და მომავალ თაობებს. საქართველოს მდიდარ ისტორიაში, როგორც ,,მრავალთვლიან მარგალიტების მქონე ოქროს ბეჭედში", ამ პატარა ულამაზეს ლეჩხუმსაც უჭირავს ადგილი როგორც ერთ–ერთ ,,მარგალიტს".
        

    სკოლა

    სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლა

    November 2013

    Categories

    All